has gloss | kat: „მნათობი“, ქართული ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. საქართველოს მწერლების კავშირის ორგანო., პირველი ნომერი გამოიცა 1924 წლის თებერვალს თბილისში. იგი იყო ჟურნალ შვიდი მნათობის გაგრძელება. ბოლშევიკებმა კი ამ სახელწოდებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლო ამოიცნეს, ამიტომაც ახალ ჟურნალს სიტყვა „შვიდი“ ჩამოაშორეს და „მნათობი“ დატოვეს. სხვადასხვა დროს რედაქტორად მუშაობდნენ ლ. ქართველიშვილი, მ. კახიანი, ვ. ბახტაძე, ბ. ყურულაშვილი, ი. აბაშიძე, ა. მირცხულავა, ს. ჩიქოვანი, გ. აბაშიძე, ე. მაღრაძე, გ. ნატროშვილი, 1982 წლიდან ა. სულაკაური. აშუქებდა თანამედროვეობის აქტიურ პრობლემებს, თანამიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა პატრიოტიზმისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეებს, იბრძოდა ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის, ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის დამკვიდრებისათვის. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1974). |