has gloss | kat: „მნათობი“, ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-1872 წლებში თბილისში (1869 წელს გამოვიდა 10 ნომერი; 1870 წელს — 4; 1871 წელს — 8; 1872 წელს — 11). რედაქტორი — ნ. ავალიშვილი; გამომცემელი — ი. ელიოზიშვილი. „მნათობი“ იყო ქართველი ხალხოსნების პროგრესული მიმართულების ჟურნალი, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. გამოქვეყნებულია ნ. ორბელიანის, ა. ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დ. ჯანაშვილის, გ. იოსელიანის, ნ. ავალიშვილის, ი. ელიოზიშვილის, ა. ფურცელაძის, ა. წერეთლის, გ. ქიქოძის, რ. ერისთავის, ე. გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები; ჯ. ბაირონის, უ. შექსპირის, ჟ. ბ. მოლიერის, ფ. შილერის, ჰ. ჰაინეს, პ. ბერანჟეს და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „მნათობს“ ლიტერატურულ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან“, „დროებასთან“ და „კრებულთან“. |