has gloss | kat: დისკომიცეტები, ჩანთიანი სოკოების ჯგუფი. აერთიანებს რამდენიმე რიგის 4 ათასზე მეტ სახეობას. აქვთ უმეტესად ლამბაქისებრი ღია ნაყოფსხეული (აპოთეციუმი), რომლის ზედაპირზე ჰიმენიუმი შიშვლად არის განლაგებული. დისკომიცეტების უმრავლესობა საპროფიტია და ცხოვრობს ნიადაგზე, მკვდარ მერქანზე, ნაკელზე; ზოგიერთი პარაზიტია. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ სკლეროცინიებს, რომლებიც იწვევენ თესლოვნების, კურკოვნების, ბოსტნეულისა და სხვა კულტურული მცენარეების დაავადებას. საჭმელად ვარგისია თირკმელა, ხარისფაშვა და ნაოჭა სოკო. |