has gloss | kat: ჯუზჯანი, ჯურჯანი, აბუ ომას მიჰაჯ ალ დინ ოსმან სირაჯ ალ-დინ მუჰამად (* 1193, ფირუზქუჰი, ირანი ― † დაახლოებით 1265, დელი), ირანელი ისტორიკოსი. აღიზარდა ღურის სულთნის ჰარიმხანაში. 1226 გადავიდა ინდოეთში, ეკავა სხვადასხვა მაღალი საერო და სასულიერო თანამდებობა. ავტორია მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებისა "ნასირის თაბახები" ("თაბაყათი-ნასირი"), რომელიც დაწერა 1259-1260. თხზულება შეიცავს საყურადღებო ცნობებს დელის სასულთნოსა და მონღოლთა შემოსევების დროს ირანის პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური ისტორიისათვის. |