Information | |
---|---|
instance of | (noun) any of various breeds raised for wool or edible meat or skin Ovis aries, domestic sheep |
Meaning | |
---|---|
Georgian | |
has gloss | kat: პრეკოსი ( < — საადრეო, ადრეულა), წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სახორცე-სამატყლე მიმართულებისა. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთში რამბულიეს ჯიშის ნერბის შეჯვარებით ლეისტერული ჯიშის ერკემალთან, ხოლო გერმანიაში — გერმანულ მერინოსის შეჯვარებით ინგლისურ გრძელმატყლიან ერკემალთან. ერკემლის მასაა 100-110 კგ, ზოგიერთისა 115 კგ და მეტიც. ერკემლის მატყლის ნაპარსია 8-10 კგ, მასიმალური — 14 კგ; ნერბისა — 3,8-4,2 კგ, მაქსიმალური 10 კგ. მატყლი 58-ე - მე-60 ხარისხისაა, სიგრძე 7-10 სმ. სუფთა მატყლის გამოსავალია 45-50%. ნაყოფიერება 100 ნერბზე 150-მდე ბატკანია. პრეკოსი ადრეულაა, კარგი კვება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჯიში გავრცელებულია საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, პოლონეთში იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ყოფილ სსრკ-ში პრეკოსი შემოიყვანეს 1926-1931 წლებში გერმანიიდან, მის მოშენებას მისდევენ რუსეთის ცენტრალურ რაიონებში, ბაშკირეთში, თათრეთში, უკრაინაში, ბელარუსში. |
lexicalization | kat: პრეკოსი |
Lexvo © 2008-2024 Gerard de Melo. Contact Legal Information / Imprint