has gloss | kat: ღირსი ნილოს მირონმდინარე XVII საუკუნეში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც წმიდა პეტრეს სახელი ერქვა. წმიდანს ღვთისმოსავი მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწეული ნილოსი ბერად აღიკვეცა. მალე მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - მღვდელ-მონაზვნად. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა. შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს ”წმიდა ქვებს” უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. |