e/ka/იმერული ცხვარი

New Query

Information
instance of(noun) any of various breeds raised for wool or edible meat or skin
Ovis aries, domestic sheep
Meaning
Georgian
has glosskat: იმერული ცხვარი, ძველი ქართული ცხვრის შთამომავალი, ტანად პატარაა, აქვს თხელი, წაგრძელებული სხეული, მოკლე კონუსისებრი კუდი, მაგრამ კიდურები, ხმელი კოსტიტუცია. უფრო ხშირად თეთრია, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. ნერბის ცოცხალი მასაა 29,2 (უდიდესი 39) კგ, ვერძისა 34,9 (უდიდესი 45) კგ. მატყლი წმინდა და გარდამავალბეწვიანია, მქისე ბეწვიც ურევია, რბილია. ნერბის კულულის სიგრძეა 13,3 სმ (თივთიკის სართული 10), ვერძისა 17,4 სმ (თივთიკის სართული 11,6). ნერბის ნაპარსია 1,53 კგ, ვერძისა 2,7 კგ. ხორცი გამოსავლიანია, საუკეთესო გემოსი, სპეციფიკური სუნი არა აქვს. იმერული ცხვარი სწრაფად იზრდება და ადრე მწიფდება, მაგ., 6 თვის თოხლი წონით უკვე ზრდასრული ცხვრის 75%-ს აღწევს, 4 თვისა - სქესობრივად მომწიფებულია; 11-13 თვისა 2-5 ბატკანს იგებს, რომელთაგან 2-ს დაუხმარებლად ზრდის. პოლიესტრულია, ე. ი. მრავლდება წლის ყველა სეზონში. მოშენებულია ცალკეულ უბნებში, საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექცია მიმართული იყო 2 წელიწადში 5 დოლისა და მრავალნაყოფიერი თაობის მისაღებად. იმის გამო, რომ ადრეულია, პოლიესტრული და მრავალნაყოფიერი, თაობათა სწრაფი ბრუნვა ახასიათებს, მაგ., 3 წლის ერთი ნერბის შთამომავალი ხშირად 10-20 სულს აღწევს, ხოლო რეკორდული ნერბის შთამომავლობამ 31/2 წელში 76 სულს მიაღწია.
lexicalizationkat: იმერული ცხვარი

Query

Word: (case sensitive)
Language: (ISO 639-3 code, e.g. "eng" for English)


Lexvo © 2008-2024 Gerard de Melo.   Contact   Legal Information / Imprint